ახალი ამბები
შეხვედრა შვეიცარიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან
2016-09-03 11:46:00

შვეიცარიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალვარო ბორგი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფრო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველ მოადგილეს კობა ქანთარიას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, ალვარო ბორგი რეგიონის პოტენციალს გაეცნო. ვიცე-გუბერნატორი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რეგიონის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილესთან ერთად ის მიღწევები გააცნო რაც რეგიონს ბოლო წლების განმავლობაში აქვს.



