სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორი ფოთში ღია პირველობა პლაჟის ფეხბურთში დაესწრო

2016-08-29 13:08:00

ქალაქ ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლზე გაიმართა ღია პირველობა პლაჟის ფეხბურთში, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობდა ქალაქის ყველა უბნიდან.

ქალაქ ფოთის ღია პირველობას პლაჟის ფეხბურთში სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია ესწრებოდნენ. ტურნირი ტრადიციულია და მასში მთელი ქალაქის მასშტაბით არიან ჩართული მოყვარულები.

პირველი ადგილი ნინოშვილის უბნის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილების მფლობელები ნაბადის უბნის გუნდი "არსენალი’’ და ’’არტი’’ გახდნენ. გამარჯვებულებს რეგიონის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა თასები და დიპლომები გადასცეს.

ქალაქ ფოთის მუნიციპლაიტეტის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით ,მომავალ წელს გამარჯვებული გუნდი საჩუქრად ფულად ჯილდოს ორიათასი ლარის ოდენობით მიიღებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 
1
23456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო