ახალი ამბები
ანაკლიაში წყვილთა რბოლა გაიმართა
2016-08-14 15:34:00

დღეს, ანაკლიაში ავტომოყვარულებში წყვილთა რბოლა - „პარნი“ გაიმართა.
რბოლა მომავლის ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც ავტომრბოლელები ერთმანეთს კლასების მიხედვით შეეჯიბრნენ.
წყვილთა რბოლაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა ავტომროლელებმა მიიღეს მონაწილეობა.
50-მდე ავტომრბოლელი “ფიგურულ სვლალომშიც“ შეეჯიბრა ერთმანეთს, რომელიც კლასების მიხედვით გაიმართა. ავტო შეჯიბრს ანაკლია უკვე მეორედ მასპინძლობს.
წყვილთა რბოლა GEM FEST-ის აქტივობების ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი "Western Drivers Club - სამეგრელო" და „მიცუბიში კლუბი საქართველოა“.