ახალი ამბები
ჭაქვინჯის 4 მილიონიანი გზის მშენებლობა დაიწყო
2016-08-04 14:12:00

დღეს, ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის სოფელ ჭაქვინჯის გზის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.
ჭაქვინჯში რკინა-ბეტონის საფარის მქონე 10 კილომეტრის სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზა დაიგება. ბეტონის სისქე კი 16 სანტიმეტრი იქნება. გზა 30 წელია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის. გზის სამშენებლო სამუშაოები 7 თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.
გზის სამშენებლო სამუშაოები გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, ადგილობრივი მოსახლეობა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.