სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტიაში სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

2016-08-02 15:08:00

მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 334 261 ლარია.

პროექტის ფარგლებში თეატრის არსებულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე, დაემატება ერთი სართული სასტუმროსათვის, ჩაუტარდება შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები. თეატრი აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, მოეწყობა სავენტილაციო სისტემა, სრულიად განახლდება სცენა.

პროექტი, ასევე, ითვალისწინებს საზაფხულო ამფითეატრის და ღია ავტოსადგომის მოწყობას, შენობის ტერიტორიის კეთილმოწყობას და შემოღობვას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათავლიერა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის ბოლოს დასრულდება. ადგილზე 50 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 
1
23456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო