სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტიაში სპორტსკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

2016-07-27 16:56:00

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მულახის თემში (რომელშიც  11 სოფელი შედის და  ჯამში 1000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს) სპორტის სხვადასხვა სახეობით 100-ზე მეტი ბავშვია დაკავებული. ერთსართულიანი შენობა რომელშიც ისინი ვარჯიშობენ (ყოფილი ფერმის შენობა),  სრულიად ამორტიზებულია და  არ აკმაყოფილებს სპორტსკოლისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. პროექტი ითვალისწინებს: ძველი შენობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაციას, სავარჯიშო-საცოცი კედლის, აუზისა და საჭიდაო დარბაზის მოწყობას და შენობის  საჭირო ინვენტარით აღჭურვას.

განახლებულ სპორტსკოლაში შესაძლებელი იქნება  პროფესიონალური და სამოყვარულო სპორტული ღონისძიებების ჩატარება, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, როგორც  ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, რაც  ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. 

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე იმყოფებოდა, რომელმაც ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 
1
23456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო