ახალი ამბები
გუბერნატორი უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა
2016-07-21 11:51:00

ლუგელას ხეობაში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბენრატორი ლევან შონია იმყოფებოდა. გუბერნატორთან ერთად შემთხვევის ადგილზე ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ.
დაღუპულთაგან 2 ჩხოროწყუს, დანარჩენები კი წალენჯიხის და ზუგდიდის მკვიდრები არიან.
უბედური შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ზუგდიდის და ჩხოროწყუს საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.



