სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სტიქია მარტვილში - გუბერნატორი დაზარალებულ ოჯახებში

2016-07-09 03:19:00

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელი დააზარალა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც ჯამში 180-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები, დახოცილია შინაური ფრინველები.

მარტვილის სოფლებში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ის სახლებიც დაათვალირა, სადაც წყალდიდობის გამო საცხოვრებელი ოთახები დაიტბორა.

მარტვილში შექმნილი ვითარების გამო შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც მხარის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. შტაბში ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან შესული.

მარტვილისთვის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყება. თავდაპირველად სოფლების შიდა გზების და ხიდების აღდგენა მოხდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     
1
2
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო