ახალი ამბები
დევნილთა საარსებო წყაროების და სამოქმედო გეგმის გაცნობა
2016-07-08 16:23:00

დევნილთა საარსებო წყაროები და სამოქმედო გეგმები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსმა ირაკლი უჯმაჯურიძემ გააცნო. სამუშაო შეხვედრას რომელიც ანაკლიაში გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



