სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობის მონასტრის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო

2016-06-29 18:35:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხობის მონასტრის (საკათალიკოსო სასახლე) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 445.968 ლარია და ის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება საკათალიკოსო სასახლის სრული რეაბილიტაცია, მოეწყობა მუზეუმი და განხორციელდება არქეოლოგიური კვლევები. 

ხობის მონასტერი ძველ დადიანთა საძვალეა, ამავე დროს იგი შუა საუკუნეებში წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსების რეზიდენციას და საძვალეს. საკათალიკოსო სასახლე ბევრჯერ არის გადაკეთებული, რომელიც XX საუკუნის 20-30 იან წლებში დაინგრა, რის შემდეგაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 
1
23456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო