ახალი ამბები
გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის მე–2 ეტაპი (გასაუბრება)
2014 წლის 5 აპრილს, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში, საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის მე–2 ეტაპი(გასაუბრება) გაიმართა.
საკომისიო–საატესტაციო კომისიის სამდივნოს განცხადებით, სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის, სამსახურის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დაშვებული 32 კანდიდატიდან გასაუბრებაზე გამოცხადდა 22 კანდიდატი.
აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმნინისტრაციაში საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 2014 წლის 12 მარტს გამოცხადებული კონკურსის მე–2 ეტაპი (გასაუბრება), ადმინისტრაციის ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებული გრაფიკის შესაბამისად გაიმართა და გადანაწილდა 3 დღეზე( 2014 წლის 4–5–6 აპრილს).