სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდს ცენტრალიზებული წყალმომარაგება ექნება

2016-06-20 12:30:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ, ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, მოხდება წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარების მშენებლობა. ასევე, მოეწყობა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და ზუგდიდის მაცხოვრებლები 20-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. 

ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულება 88 მლნ ლარზე მეტია 2018 წელს დასრულდება. სამუშაოებზე 150-მდე ადამიანი დასაქმდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 
1
23456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო