სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფინალური შეხვედრის გამარჯვებული აბაშის მუნიციპალიტეტის გუნდი გახდა

2016-06-19 20:05:00

სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდებს შორის საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა. 

„ბაიას“ საფეხბურთო ბაზაზე ერთმანეთს საჯარო მოხელეებისაგან დაკომპლექტებული აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტების გუნდები შეხვდნენ.

ტურნირის გამარჯვებული აბაშის მუნიციპალიტეტის გუნდი გახდა, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტის გუნდი 3:2 დაამარცხა.

გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელებს თასი და მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

საფეხბურთო ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაა. საფეხბურთო ტურნირი „ახალგზარდობის წლის“ ფარგლებში იმართება. წელს რეგიონის მასშტაბით არაერთი ახალგზარდული ღონისძიებაა დაგეგმილი. 2016 წელი ახალგზარდობის წლად მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 
1
23456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო