სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ლევან შონია დაზარალებულ მუშებს შეხვდა

2016-06-10 13:50:00
 სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სამშენებლო კომპანიისგან დაზარალებულ მუშებს შეხვდა. წალენჯიხაში, ფახულანის გზის მშენებლობაზე დასაქმებული 7 ადგილობრივი, სამუშაოების განმხორციელებელ კომპანია „ნიუ ქონსთრაქშენ”-ს ხელფასს ედავება. მათი განმარტებით, კომპანიას თითოეული მათგანისთვის 1000 ლარიანი დავალიანება აქვს, რასაც რამდენიმე თვეა არ აძლევენ.

„არავის აქვს უფლება, თქვენი შრომით მოპოვებული მიითვისოს. თქვენ გააკეთეთ კარგი საქმე - სოფელს, რომელსაც ბოლო 30 წელია ავარიული გზა ჰქონდა დაუგეთ ახალი გზა, გაუყვანეთ სანიაღვრეები, ამ ყველაფრისთვის დახარჯეთ ენერგია და თითოეული თეთრი რაც ამ კომპანიას მართებს უნდა გადაიხადოს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და დავიცავთ თითოეული თქვენგანის ინტერესებს“ - განუცხადა გუბერნატორმა მუშებს და მათ სხვადასხვა მიმიდნარე პროექტებში დასაქმებას დაჰპირდა.

შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის რეგიონული ხელმძღვანელი მალხაზ თორია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა ესწრებოდნენ. მალხაზ თორიას განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაზარალებულმა მუშებმა დროულად მიიღონ სახელფასო დავალიანება. მუშებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ სამშენებლო კომპანიას მათთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია.
 
 
 
 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 
1
23456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო