ახალი ამბები
სამუშაო შეხვედრა სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში

სასკოლო ოლიმპიადის პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე 2017 წელს გასამართი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მოსამზადებელი და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
შეხვედრას, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის, ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის და რეგიონში შემავალი მუნიციპალლიტეტების სპორტის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა, საქართველოს მასშტაბით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცის ორგანიზებით ტარდება.







