სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში კიდევ 4 ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო

2016-06-07 15:35:00

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 4 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, სადაც ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

4 კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ განახორციელებს.

ამ ეტაპზე, ბარამიას ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს 2 თორმეტსართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები 144 დევნილი ოჯახისთვის, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.

სულ ჯამში ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 26 თორმეტსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება, 2016 დევნილი ოჯახისათვის. რაც ზუგდიდის რაიონში დევნილთა განსახლების მწვავე პრობლემას გადაჭრის.

ზუგდიდში ვიზიტისას, სოზარ სუბარმა და ლევან შონიამ დემურიას ქუჩაზე არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც მოინახულეს. დემურიას ქუჩაზე არსებული ობიექტის რეაბილიტაციის შედეგად, საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 47 დევნილ ოჯახი გახდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 
1
23456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო