სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

2016-06-06 13:21:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ანაკლიაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს - წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორცილებს.

მიმდინარე სამუშაოები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ დაათვალიერეს და ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიაში წლების განმავლობაში არსებული წყალარინების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება, ასევე შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება. ახალი გამწმენდი ნაგებობა ანაკლიაში მცხოვრებ 1100 ოჯახს და იქ ჩასულ 10 000 -ზე მეტ ტურისტებს მოემსახურება.

პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 20 მილიონ ლარზე მეტია, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

აღსანიშნავია, რომ ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემა წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, ხოლო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 2015 წლის აგვისტოში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ანაკლიის ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 
1
23456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო