სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

''ზრდა საქართველოში'' - სამუშაო შეხვედრა პროექტის წარმომადგენლებთან

2016-06-02 12:02:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა, მისი მოადგილე ნუგზარ გაბელია, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად პროექტ „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერაა დაფინანსებული. პროექტი მიზნად ისახავს კონფლიქტისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. ინვესტიციები განახორციელდება: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების, მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბების კუთხით.

პროექტი იმუშავებს საქართველოს ხუთი რეგიონის (სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი) 70 თემში. სამუშაოების განხორციელების შედეგად შეიქმნება 2000 სამუშაო ადგილი, 11 000 ოჯახს გაეზრდება შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

პროექტი 5 წლიანია და მისი განხორციელებისთვის 14,7 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

კახაბერ რუსიამ და დათო კოდუამ პროექტის ხელმძღვანელებს საინტერესო და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 
1
23456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო