სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორი ჩეხეთის საელჩოს და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

2016-05-31 11:52:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სტუმრებმა გუბერნატორს ის პროექტები წარუდინეს, რაც ჩეხეთის განვითარების სააგენტომ, ჩეხეთის საელჩოსთან ერთად ზუგდიდში განახორციელა, ახორციელებს ან დაგეგმილი აქვს ქალაქის და მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

ლევან შონიამ და დათო კოდუამ, ჩეხეთის საელჩოს და განვითარების სააგენტოს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, რომელიც რეგიონში განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს. გუბერნატორმა ყურადღება კონფლიქტისპირა სოფლებში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა.

„მადლობა, რომ ხართ ასეთი აქტიურები, ახორციელებთ ამდენ მნიშვნელოვან პროექტს და ჩვენს გვერდით ხართ. გვიხარია, რომ ჩეხეთი საქართველოს ამ უმინიშვნელოვანესი რეგიონისთვის კარგ საქმეებს აკეთებს“ - განაცახდა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

ჩეხეთის განვითარების სააგენტო საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ერთად სხვადასხვა პროექტების ფარგლებში მხარდაჭერას უწევს საქართველოს, საიდანაც ფინანსური მხარდაჭერის დიდი ნაწილი სამედიცინო და სოციალურ პროგრამებზე მოდის. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე, ჩეხეთის მთავრობის ჩართულობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი განახორციელა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 
1
23456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო