სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის სამთო-სათხილამურო ტრასის მშენებლობა მიმდინარეობს

2014-09-22 21:17:00

მესტიაში გრძელდება თეთნულდის სათხილამურო კურორტის განვითარების პროექტის განხორციელება. ამ დროისათვის ინტენსიურად მიმდინარეობს ტყე-კაფვის, მიწის მოჭრა-ტკეპნის, ბალასტის ატანისა და შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები. მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ტერიტორიაზე კი 155-მდე კონტეინერში დასაწყობებულია საბაგირო გზების მშენებლობისათვის საჭირო მოწყობილობა-დანადგარები. პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 150 000 ლარი (საპროექტო სამუშაოები) 1 150 000 ლარი(სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა) გამოიყო. ხოლო საფრანგეთის მთავრობის მიერ-18 მილიონი ევრო (საბაგირო გზების მოწყობილობისათვის საჭირო ინვენტარი) გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში აშენდება 8 სათხილამურო ტრასა, რომლის საერთო სიგრძე 70 კილომეტრი იქნება.
პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების საერთო კოორდინაციასა და სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას შპს „თეთნულდი დეველოპმენტი“ განახორციელებს, რომელიც 100%-იანი წილის მართვის უფლებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა. შპს „თეთნულდი დეველოპმენტმა“ 10 სექტემბერს უკვე გააფორმა 15,38 მლნ ლარის კონტრაქტი ავსტრიულ კომპანია “RMS Ropeway Maintenance Systems”-თან, რომელიც საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სამონტაჟო და ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს ჩაატარებს. თეთნულდის სათხილამურო კომპლექსის მშენებლობა 2015 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო