ახალი ამბები
ზუგდიდში ოთხი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს
2016-05-17 16:26:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ერთდროულად ოთხი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, ტყაია-ოირემე-დარჩელი-გრიგოლიშის ცენტრალურ გზებზე ბეტონის საფარი იგება.
პროექტის ფარგლებში დაიგება 4200 მეტრის, ხოლო სიგანე 5 მეტრის ასფალტობეტონის საფარი.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება 700 000 (შვიდასი ათასი) ლარს შეადგენს. გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდება.



