სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორმა თეონა ფიფიას სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის წარმატებით გავლა მიულოცა

2016-05-16 12:16:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახალმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის წარმატებით გავლა, შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტს თეონა ფიფიას გუბერნატორმა ლევან შონიამ მიულოცა და მას შესაბამისი სერთიფიკატი გადასცა.

თეონა ფიფიამ 6 თვიანი სახელმწიფო სტაჟირების კურსი გაიარა, ის ბიზნესის ადმინისტრირების დამათავრებელი კურსის სტუდენტია. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ თეონა ფიფია დადებითად დაახასიათა. „თეონას ვაძლევთ საუკეთესო რეკომენდაციას, ის არის შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, ადამიანი რომელიც მისთვის მიცემულ დავალებას პირნათლად ასრულებდა“ - აღნიშნა დათო კოდუამ.

„მიხარია, რომ თქვენისთანა შრომისმოყვარე, ნიჭიერ და მონდომებულ ახალგაზრდებს ვხედავ, მინდა წარმატებები გისურვოთ კარიერაში, თქვენმა თაობამ ბევრი რამე უნდა შეცვალოს სასიკეთოდ. თქვენ მოხვალთ საპასუხიმგებლო თანამდებობებზე და დარწმუნებული ვარ თქვენნაირი წარმატებული ახალგაზრდები თავს ყველაფერს გაართმევთ. თეონა, გილოცავთ კიდევ ერთხელ სტაჟირების წარმატებით გავლას და მინდა წარმატებები გისურვოთ“ - აღნიშნა გუბენატორმა სერთიფიკატის გადაცემის შემდეგ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 
1
23456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო