ახალი ამბები
გუბერნატორმა წალენჯიხაში თხილის საწარმო დაათვალიერა
2016-05-11 16:17:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, წალენჯიხის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თხილის გადამამუშავებელი საწარმო „გეო დემო“ დაათვალიერეს. საწარმო შეღავათიანი აგროკრდეიტის ფარგლებში აშენდა. თანამედროვე სტანდარტების თხილის საწარმოში 100-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.
„სახელმწიფო ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ამის ნათელი მაგალითია ეს საწარმო, რომელიც ასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას. მიხარია, რომ ასეთი დონის და სტანდარტების საწარმო აშენება მოხერხდა სახელმწიფო როგრამის საშუალებით“ - განაცხადა გუბერნტორმა.



