ახალი ამბები
მარტვილში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
2016-04-19 10:05:00

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაგვაზაო - ხუნწის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაიგება 2096 მეტრი ასფალტობეტონის საფარი, ასევე მოეწყო დამხმარე ნაგებობი (სანიაღვრე სისტემები, მილხიდები და სხვა).
პროექტი დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტი - 95%, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი - 5%. სამუშაოზე დასაქმებულია 50 - მდე ადამიანი. ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაოს 40 %
პროექტის ღირებულებაა 397555 ლარი.
სამუშაოს დასრულების თარიღია - 01.07.16.



