ახალი ამბები
აბაშის მუნიციპალიტეტში აბონენტების გამრიცხველიანება დასრულდა
სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი დაასრულა. სოფელ ტყვირში ბოლო მრიცხველის დამონტაჟებას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომდგენლებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციისა დააბაშის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სს ენერგო-პრო ჯორჯიამ მუნიციპალიტეტის 20 სოფელში, 9290 აბონენტს ევროპული ტიპის ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ 2 322 500 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
გამრიცხველიანების პროცესის პარალელურად, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 0,4 კილოვოლტიან ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ჩაატარა და 3967 ამორტიზებული ხის ბოძი რკინა-ბეტონის კონსტრუქციით ჩაანაცვლა. ამჟამად სატრანსფორმატორო პუნქტებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
კომპანიის ინფორმაციით გამრიცხველიანების პროცესი სხვა რეგიონებშიც გრძელდება და იგი 2015 წელს დასრულდება.