სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დეპუტატებმა და გუბერნატორმა ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს

2016-03-31 15:54:00

ზუგდიდში, პარლამენტის წევრებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღესვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ გვირგვინებით შეამკეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის ახლადაშენებულ პარკში მდებარე ზვიად გამსახურდიას ბიუსტი. 

ზვიად გამსახურდიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა. ყოველწლიურად, 31 მარტს ადგილობრივები პირველი პრეზიდენტის ძეგლთან იკრიბებიან, ყვავილებით ამკობენ და პატივს მიაგებენ.  

31 მარტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რეფერენდუმის დღეა. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
121314151617
18
19202122232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო