ახალი ამბები
მარტვილში ორი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ.
ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს, კერძოდ, ხონი-მათხოჯი-მარტვილის საავტომობილო გზის მე-13 კმ-ზე, მდ. ნოღელაზე. სამუშაოს ასრულებს შპს ,,სახარია“. პროექტის ღირებულებაა - 527 750 ლარი. სამუშაოზე დასაქმებულია 10 ადამიანი. ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაოს 20 %. სამუშაოს დასრულდების თარიღია 2016 წლის 3 აგვისტო.
სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-4 კმ-ში მდ. წაჩხურაზე ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოებს "ავტოგზა ლენტეხი 99" ასრულებს. პროექტის ღირებულებაა - 1 147 432 ლარი. სამუშაოზე დასაქმებულია 15 ადამიანი. ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაოს 30 %. სამუშაოს დასრულდების თარიღია 2016 წლის 31 აგვისტო.



