ახალი ამბები
ავტომოყვარულთა შოუ წელს ბევრად მასშტაბური იქნება

ავტომოყვარულთა შოუ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წელს ბევრად მასტაბური იქნება. საორგანიზაციო საქმნიანობაში დრიფტისა და დრაგის ფედერაცია ჩაერთვება. ორგანიზაციულ საკითხებზე დღეს, ზუგდიდის გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პროექტების კოორდინრების სამსახურის უფროსი დათო კოდუა, ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია, დრიფტისა და დრაგის ფედერაციის, Western Draivers Club სამეგრელოსა“ და „BMW Club Georgia“-ს პრეზიდენტები და წევრები ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპატარის მხარდაჭერით „Western Draivers Club სამეგრელომ“ რეგიონში პირველი მასშტაბური ავტო-მოტომოყვარულთა შოუ გამართა, რომელშიც მონაწილეობას ავტო და მოტომოყვარულები მთელი ქვეყნის მაშტაბით იღებდნენ, ღონისძიება გასულილ წლის 4-5 ივლისს ზუგდიდიში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩატარდა. ავტომოყვარულთა გრანდიოზული შოუ ასევე გაიმართა ანაკლიაში.



