ახალი ამბები
29 მარტს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება

29 მარტს, 12 საათზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
შეხვედრაზე განიხილება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2015 წლის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში: კერძოდ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელებული პროექტები, მათი მიმდინარეობა, დასრულება და ანალიზი. ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელებული პროექტები, მათი მიმდინარეობა, დასრულება და ანალიზი.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებს: კერძოდ, განიხილება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები და მათი მიმდინარეობა. საბჭო ასევე გაეცნობა ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და რეგიონის გამგებლები, მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრებიან.