ახალი ამბები
მაღალმთიან რეგიონებს საჩუქრად ნერგები გადაეცათ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ეროვნულ საშენ მეურნეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს რეგიონებს წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგები საჩუქრად გადაეცათ. ეროვნული საშენი მეურნეობიდან საქართველოს 4 რეგიონს ჯამში 4000-მდე, ხოლო საქართველოს საპატრიარქოს 1500 ნერგი გადაეცა.
აღნიშნული სახეობები ჩრდილოური წარმოშობისაა, ხასიათდება ყინვაგამძლეობით. შესაბამისად, რეკომენდირებულია საქართველოს მაღალი კლიმატური პირობების მქონე რეგიონებისათვის.
ეროვნული საშენი მეურნეობიდან მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის 770 - არყის, 253 - ფიჭვის, 120 - ნაძვის სახეობის ნერგები გამოიყო; რაჭა-ლეჩხუმს 490 - არყის, 645 ფიჭვისა და 130 ნაძვის სახეობის ნერგები გადაეცა; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს კი 120 – 120 არყისა და ფიჭვის, ასევე 40 - ნაძვის ნერგი გადაეცა; სამცხე-ჯავახეთის რეგიონს 490 - არყის, 645- ფიჭვის და 130 ნაძვის ხის ნერგები გადაეცა.



