ახალი ამბები
ფოთში ნიკოლაძის სანაპიროზე ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
2016-03-01 13:58:00

ფოთში 9 აპრილის ხეივანისა და ნიკოლაძის სანაპიროს კვეთაზე დაზიანებული ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ტოტალი" ახორციელებს. ხიდ-ბოგირების მოწესრიგებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 ათას 345 ლარია გამოყოფილი.
აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება.