ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის ხსოვნას პატივი მიაგო
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, დავით ჯიქიას საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ლევან შონიამ დაღუპული მეომრის მშობლებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად რიყის სასაფლაოზე დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. დღესვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით რიყეში დავით ჯიქიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში გაიმრთა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი გუნდები შეხვდნენ.