სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალმა და მფლობელმა კომპანიამ შეთანხმებას მიაღწიეს

2016-01-13 14:10:00

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალსა და მფლობელ კომპანია  „ბლოკ ჯორჯიას“ შორის უთანხმოება ამოწურულია. ექიმები მზად არიან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა კომპანიის მიერ დანიშნულ ახალ დირექტორთან ნოდარ ჩიქოვანთან. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, სამედიცინო მენეჯერის თანამდებობას დაიკავებს ყოფილი დირექტორი მადონა სართანია. ასევე ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და პაციენტებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ მკურნალობა.

დღეს ვიცე-გუბერნატორიკობა ქანთარია დაქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს და „ბლოკ ჯორჯიას“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც მხარეებს შორის ურთიერთობის დროულ მოგვარებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრისბოლოს დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის.

კობა ქანთარიას განცხადებით: „ საფრთხე ექმნებოდა პროგრამას, რომელიც არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას არ გვინდოდა ყურადღების მიღმა დარჩენილიყო ეს საკითხი.ჩვენ შეგნებულად არ ვერეოდით მათ ურთიერთობაში, ვინაიდან ეს არის კერძო ობიექტი, მაგრამ ქალაქის და რეგიონისინტერესებიდან გამომდინარე შევახვედრეთ ორივე მხარე, ვისაუბრეთ და მათ მიაღწიეს შეთანხმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო  C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამისპროვაიდერია. ინფექციურ საავადმყოფოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 1 400-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული.

უთანხმოება მედპერსონალსა და მფლობელ კომპანიას შორის მას შემდეგ წარმოიშვა, რაც „ბლოკ ჯორჯიამ“ ინფექციურ  საავადმყოფოში ახალი დირექტორი დანიშნა. დაპირისპირებულ მხარეებს არაერთხელ შეხვდა გუბერნატორი ლევან შონია, რომელიც პრობლემის მოგვარებაში უშუალოდ იყო ჩართული.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო