სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორი მონადირეებს შეხვდა

2016-01-08 14:50:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მონადირეებს შეხვდა და მათ სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. გუბერნატორთან შეხევდრაზე მონადირეებმა, ითხოვეს მიეცეთ ნება კოლხეთის ეროვნული პარკის განაპირა ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა დასაშვებია, სანადირო იარაღი შეიტანონ. მათი განმარტებით, ჭურიაში, პარკის დაცულ ტერიტორიაზე იარაღით, მათ შორის დაშლილი იარაღითაც გადაადგილება აკრძალულია, არადა ჭურიის გაღმა მდებარე სანადირო ტერიტორიებზე მოხვედრა ეროვნული პარკის გავლის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია. მონადირეები განმარტავენ, რომ გადამფრენი ფრინველები სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუდობენ.

გუბერნატორი მონადირეებს დახმარებას დაპირდა და განუცხადა, რომ გადამფრენ ფრინველებთან დაკავშირებით არსებულ ყველა პრობლემას გარემოს დაცვის მინისტრს გააცნობს.

„თქვენი მოთხოვნა აუცილებლად დაისმევა შესბამის სტრუქტურებში, მერწმუნეთ თქვენი ინტერესები არ დაიჩაგრება, მაგრამ აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ ეხება ეროვნულ პარკს და საუბარია მის განაპირა ტერიტორიებზე, სადაც გადამფრენი ფრინველები ბუდობენ“ - აღნიშნა გუბერნატორმა.

შეხვედრას საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და ცნობილი მონადირე ოთარ ფაცაცია, მონადირეთა კავშირის წარმომადგენლები, მონადირეები, გუბერნატორის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო