ახალი ამბები
ხობში საახალწლოდ საჩუქრები დაარიგეს
2015-12-29 10:00:00

ხობის მაჟორიტარის დეპუტატის მიერ უკვე ტრადიციად ქცეული სადღესასწაულო საჩუქრების დარიგება დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის 153-მა ოჯახმა გოდეძი ბუკიასგან საახალწლოდ ტკბილეული და საკვები პროდუქტი მიიღო. საჩუქრები მრავალშვილიანი დედებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ომის ვეტერანებს გადაეცათ.