სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციაში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

2014-07-24 14:57:00

24 ივლისს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სახელმწიფო პროგრამის მიმართულებები, კონკრეტული სექტორები და ის პირობები, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, რწმუნებულ-გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში ლევან შონია, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკების წარმომადგენლები.
სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში“ 1 ივნისიდან ამოქმედდა. მისი მიზანია კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირება, განვითარება და ხელშეწყობა.
სახელმწიფო დაინტერესებულ მეწარმეს ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას სთავაზობს. პროგრამა გათვლილია მხოლოდ ახალი საწარმოს შექმნის მხარდაჭერაზე.
ყველა მეწარმეს, ვინც დაინტერესებულია საწარმოს შექმნით, საშუალება ეძლევა მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა და ისარგებლოს იმ ხელშეწყობის მექანიზმებით, რომელიც პროგრამით არის გათვალისწინებული. კერძოდ, მეწარმეს შეუძლია ახალი საწარმოს შესაქმნელად პროგრამაში მონაწილე რომელიმე ბანკში წარადგინოს პროექტი და აიღოს შეღავათიანი სესხი, ასევე სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიიღოს უძრავი ქონება მასში საწარმოს ამოქმედების პირობებით.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საწარმო უნდა ახორციელებდეს ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებას, ან უნდა აწარმოებდეს პროდუქციას იმ სექტორების მიხედვით, რომლებიც პროგრამით არის განსაზღვრული (მაგალითად: სამშენებლო მასალების წარმოება, ქიმიური წარმოება, რეზინისა და პლასტმასის წარმოება, მანქანათმშენებლობა და ა.შ.).
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის კოორდინაციას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროები. პროგრამის განხორციელების პროცესში ასევე ჩართულია მეწარმეობის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა კომერციული ბანკი.
პროგრამის ბიუჯეტი 46 მლნ ლარია. აქედან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე  დაიხარჯება 30 მლნ ლარი, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი - 16 მლნ ლარი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო