ახალი ამბები
ვიზალიბერალიზაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში საზეიმოდ შეხვდნენ
2015-12-19 15:15:00

ვიზალიბერალიზაციის ისტორიულგადაწყვეტილებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე საზეიმოდ შეხვდა. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად ზუგდიდისა და ხობის ცენტრალურ გამზირებზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა. ევროკავშირის დროშებით განათდა ზუგდიდში - დადიანების სასახლე და მესტიაში - სვანური კოშკები.



