სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი და გუბერნატორი ფოთში ჰიდროგრაფიის ახალ სისტემას გაეცნენ

2015-12-05 18:49:00

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან, ქალაქის მერ ირაკლი კაკულიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის განახლებული შენობა დაათვალიერა და სამსახურის ახალ სისტემას NAVTEX- ს გაეცნო, რომელიც საქართველოს საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულ მიწოდებას უზრუნველყოფს. სისტემის დანერგვამ შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, სპეციალისტები სპეციალური პროგრამით გადამზადდნენ რუმინეთის საზღვაო ტრენინგ ცენტრში.

ჰიდროგრაფიულ სამსახურში პირველად საქართველოს ისტორიაში დაიბეჭდა საზღვაო სივრცის და პორტების სანავიგაციო რუკები, პორტის მისასვლელ არხებში განთავსებულ მცურავ სანავიგაციო ნიშნებზე დაინერგა GPS მონიტორინგული სისტემა,რომლის საშუალებითაც მულტიცენტრული მართვის სისტემიდან გაკონტროლდება ზღვაში განთავსებული სარყეების და ქერქეჭელების გამართულობა და დადგენილ კოორდინატებში ყოფნა. ზღვაში განთავსდა ოკეოანოგრაფიულ-მეტეოროლოგიური ტივტივა,რომელიც დღე-ღამის ნებისმიერ დროს აწვდის მცურავ საშუალებებს ზღვის მღელვარების მდგომარეობას.

მინისტრმა და გუბერნატორმა სამსახურის მიერ შეძენილი კატამარან „GAGRA“ –ს მეშვეობით ზღვის აკვატორია დაათვალიერა და კვლევების ჩატარების სპეციფიკას გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ჰოდროგრაფიული სამსახურის ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
12131415
16
1718
19202122232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო