ახალი ამბები
ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამდა შინაგან საქმეთა სამინისტროსსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმაზვიად ქაწაშვილმა ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს შენობა გახსნეს.
საგანგებო სიტუაციების სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გარემონტდა დააღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით, მაშველებს ახალი ყოველდღიური ფორმები გადაეცათ, ასევეგანხორციელდა შენობის ეზოს კეთილმოწყობა. ახალ სამმართველოში 83 თანამშრომელი მუშაობს. ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას 3 სახანძრო და 2 სამაშველო მანქანა მოემსახურება.
გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გაიმართა სიმულაციური ჩვენება, რომლის დროსაც მეხანძრე-მაშველების მიერ ნაჩვენები იქნება საკაცით დაზარალებულის დაშვება გრძელ თოკზე, ხანძრის ქრობა, საევაკუაციო ბალიშზე სიმაღლიდან ხტომა.



