ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში, რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე მომუშავე თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სადაც 2016 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების აღწერილობითი ნაწილი განიხილეს.
შეხვედრის მიზანია, მოხდეს 2015-17 წლების რეგიონული განვითარების სტრატეგიების ფარგლებში სამოქმედო გეგმების განახლება.
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.







