სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მალთაყვის სანაპირო ზოლზე მიმდინარე სამუშაოები გუბერნატორმა დაათვალიერა

2015-10-08 18:06:00

ფოთს ინდუსტრიულთან ერთად ტურისტული ქალაქის სტატუსი ექნება.  მალთავის რეკრეაციულ ზონაში ზღვის სანაპირო ზოლზე 2 კილომეტრიანი ბულვარის მშენებლობა დაიწყო. პარალელურად მიმდინარეობს კურორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობა.

მალთაყვაში დაწყებული სამუშაოები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ დაათვალიერეს. მალთაყვის ბულვარის მშენებლობისათვის უახლოეს პერიოდში დაიწყება ელექტროსადენების, წყლის, გაზის და სხვა კომუნიკაციების გაყვანა.  პროექტის  სრული ღირებულება 18 მილიონ 507 ათას ლარს შეადგენს, რომლის განხორციელების შემდეგ მალთაყვის საკურორტო-დასასვენებელი ზონა თანამედროვე სარეკრეაციო არეალად გადაიქცევა.

გუბერნატორის განცხადებით, თუ აქამდე ფოთს მხოლოდ საპორტო ქალაქად იცნობდნენ, ამიერიდან ის ტურისტული ქალაქის სტატუსს შეიძენს, რომელსაც ახალი, თანამედროვე ბულვარი და საზღვაო ინფრასტრუქტურა ექნება. ლევან შონიას განცხადებით, პროექტის განხორციელება ფოთს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627
28
29
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო