სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა

2014-07-06 12:45:00

5 ივლისს, ანაკლიაში „მომავლის ბანაკს" მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრა.
ბანაკის ოფიციალურ გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის ,, თბილისი 2015“- ის საორგანიზაციო კომიტეტის ადმინისტრაციის უფროსი თამარ კერძაია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ მოზარდებს წარმატება და დროის სასიამოვნოდ გატარება უსურვეს.
მისალმებისა და 12 გუნდის წარდგენის შემდეგ, ლიდერების მონაწილეობით ფლეშ-მობი შესრულდა. საქართველოს ეროვნული ჰიმნის თანხლებით ეროვნული დროშა აღიმართა და ბანაკის გახსნა საზეიმოდ, ფეიერვერკით დასრულდა.
მომავლის ბანაკს" მოზარდებისგან დაკომპლექტებული 6 ნაკადი ესტუმრება, საერთო ჯამში 1728 მოზარდი.
პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ 14-18 წლამდე მოზარდები საქართველოს რეგიონებიდან.
განათლების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით თითოეული სკოლიდან შეირჩა ერთი მოსწავლე. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მათ შორის სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს.
პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ანტი-ნარკოტიკულ თემაზე.
ოლიმპიური კომიტეტის წრამომადგენელთა მიერ , ჩვენს ბენეფიციართა შორის შეირჩევიან ევროპული ახალგაზრდული ოლიმპური ფესტივალის ,,თბილისი 2015” -ის მოხალისეები.
მონაწილეთა მართვას, პროგრამულ აქტივობებში ჩართულობასა და დისციპლინის დაცვას ბანაკის ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ ლიდერები. მონაწილეთა თითოეულ 24 კაციან ჯგუფზე პასუხისმგებელია განსხვავებული სქესის ორი ლიდერი, რომლებიც ტრენინგის საფუძველზე შეირჩნენ.
პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო