სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„მარულა 2015-ის“ საორგანოზაციო ჯგუფის თათბირი გაიმართა

2015-08-21 16:37:00

„28 აგვისტოს, მარიამობას გრანდიოზული მარულა სამაგალითოდ და ხარვეზების გარეშე უნდა ჩატარდეს“ - ეს განცახდება „მარულა-2015“-ის საორგანიზაციო ჯგუფთან თათბირის დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ გააკეთა. გუბერნატოსრის პირველმა მოადგილემ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებისგან მარულას სამზადისზე ინფორმაცია მოისმინა და დავალებები გასცა.

 

სოფელ ერგეტაში სადაც ტრადიციული მარულა გაიმართება დაიდგმება უსაფრთხოების ჯებირები, მოწესრიგდება ტერიტორია, მოეწყობა მარულას, ყაბახისა და მოქნევის ზოლები. ასევე დამონტაჟდება სცენა.

 

28 აგვისტოს ერგეტაში ცხენოსანთა შეჯიბრთან ერთად სხვადასხვა კულტურული და სპორტული ნომრების ჩვენებაც გაიმართება. უკვე ეწყობა ტერიტორია ქართული ჭიდაობის ჩასატარებლად, სანახაობა ხალხური სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით წარიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ცხენოსნები მიიღებენ.

 

ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით იმართება. პროექტი მივიწყებული ტრადიციების აღდგენა-პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სოფელ ერგეტასა და ორულუში მარიამობა დღეს ტრადიციულად მარულაში ერთმანეთს მიმდებარე სოფლებიდან გამორჩეული ცხენოსნები ეჯიბრებოდნენ.

 

მარულა ერგეტაში 28 აგვისტოს 17 საათზე დაიწყება, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება. ცხენოსნები ერთმანეთს მარულაში, ყაბახსა და მოქნევაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებულები და უხუცესი ცხენოსნები, შჯიბრის დასრულების შემდეგ სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან. ერგეტას მიმართულებით უფასო მუნიციპალური ავტობუსები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ.

 

ღონისძიების  სპონსორები კომპანია კოკა-კოლა და VTB-ბანკი არიან. საინფორმაციო მხარდაჭერას რადიო ათინათი, ინტერნეტგამოცემები ლაივპრესი, სამეგრელოს მედია ორგანიზაცია, ოდიშინიუს და პრესნიუსი უზრუნველყოფენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526
27
2829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო