სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ქვესადგური „ხორგას“ მშენებლობა დაიწყო

2015-07-31 18:37:00

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე და საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) ქეით ჯულიანი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ქვესადგური „ხორგას“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი, ახალი, 220/110 კვ-იანი ქვესადგურის “ხორგა“ მშენებლობის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი „აზიის განვითარების ბანკი“-ს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12 მლნ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია Siemens-ი აწარმოებს.

ქვესადგურ ”ხორგა”-ს მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას; ფოთის ინდუსტრიული ზონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. პროექტის დასრულება 2016 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო