სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ვიცე-პრემიერმა და გუბერნატორმა Gem fest-ის ინფრასტრუქტურა მოინახულეს

2015-07-28 19:36:00

ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ,ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად ანაკლია-განმუხურის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, სადაც 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით Gem festგაიმართება. ჟურნალისტებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები მთავარ სცენას, კარვების ქალაქს, ხმის გამაძლიერებელ აპარატურას, კვების ობიექტებს და აკვაპარკის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ. 

ფესტივალი 18 ჰა ტერიტორიაზე განთავსდება. სპეციალურად Gem fest-ისთვის აშენდა 5 სცენა, კარვების ქალაქი და კინოთეატრი ღია ცის ქვეშ. 

ვიცე პრემიერის განცხადებით, ის ნანახით კმაყოფილია, გიორგი კვირიკაშვილმა საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოებისთვის ლევან შონიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „მინდა მადლობა გადავუხადო გუბერნატორს, რომელიც არამხოლოდ ამ ფესტივალის არამედ სხვა კერძო სექტორის და ბინზესის მხარდაჭერის კუთხით არის ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული“.

9 დღიან მუსიკალურ ფესტივალზე მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ელექტრონული მუსიკის 100-მდე ვარსკვლავი დაუკრავს, მათ შორის არმინ ვან ბიურენი, დადფაერი, თეილ ოფ აზი, ბოკა შეიდი, ელენ ალიენი, ლუჩიანო, დევიდ ავგუსტო და სხვა.

ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი საქველმოქმედო იქნება. ყველა გაყიდული ბილეთიდან ერთი ლარი  „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო