სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთის იუსტიციის სახლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

2015-07-28 00:18:00

დღეს, 27 ივლისს, ფოთში იუსტიციის სახლის მეთოთხმეტე ფილიალი საზეიმოდ, გრანდიოზული სანახაობითა და კონცერტით გაიხსნა. იუსტიციის სახლი საპორტო ქალაქში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის, დიპლომატიური კორპუსის წევრები, პარლამენტარები, სამეგრელო ზემო-სვანეთის გგუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ფოთის  იუსტიციის სახლის კონცეფცია, სხვა ფილიალების მსგავსად, სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს. ფოთის მოსახლეობას უკვე დღეიდან აქვს საშუალება, 400-მდე სერვისი მომსახურების უმაღლესი სტანდარტით უმოკლეს დროში მიიღოს. 

მომსახურების დარბაზი დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად − თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცედ. სწრაფი მომსახურების სივრცეში ფოთელი მომხმარებელი სასურველ სერვისს 1-5 წუთამდე დროში მიიღებს, ხოლო ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში − 15 წუთამდე დროში; ლოდინის პერიოდი კი, საშუალოდ, 15 წამიდან 1,5  წუთამდე გასტანს.  

ფოთის იუსტიციის სახლის გახსნა ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისთვის სახალხო ზეიმის ფორმატში წარიმართა. შოუზე მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, ენახა   ფერადი კვამლის ფოიერვერკი.  სპეციალურად ფოთის იუსტიციის სახლის გახსნისთვის მომზადდა კოსტუმირებული მუსიკალური შოუ, დრამერების კოსტუმირებული სანახაობა  და სხვა მრავალი საინტერესო ელემენტი. საზეიმო გახსნა  ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტით დაიხურა, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნა საქართველოს მასშტაბით კიდევ 6 ქალაქში − ყაზბეგში, თიანეთში, ბორჯომში, ლაგოდეხში, ახალქალაქსა და მცხეთაში − იგეგმება; ამ დროისთვის კი, იუსტიციის სახლის ფილიალები, პრაქტიკულად, ყველა  მსხვილ ქალაქში მოქმედებს და ჯამში დღის განმავლობაში 23 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო