ახალი ამბები
ვლაქერნობა 2026
2026-07-15 19:18:00
დღეს ვლაქერნობაა. დღესასწაული განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ღვთისმშობლის კვართთან ერთად მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოილოცონ წმინდა დიდმოწამე მარინეს, წმინდა მოწამე კვირიკეს, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა შიო III-მ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მართლმადიდებელ მრევლთან ერთად დაესწრნენ.
დღესასწაულს მომლოცველები საქართველოს კუთხეებიდან და მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ესწრებიან.


























