სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფელ ნაწულუკუში სკოლა შენდება, ჭითწყარში კი რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

2026-06-19 12:58:00
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ნაწულუკუს სკოლის მშენებლობასა და სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.
 
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
 
სოფელ ჭითაწყარის 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. სოფელ რუხში კი 100 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება.
 
პროექტების ფარგლებში მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკები, სამეცნიერო ლაბორატორიები, კვების სივრცეები, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახები, სპორტული დარბაზები, სათამაშო მოედნები და რეკრეაციული ზონები.
 
ორივე სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< July 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
1314
15
16171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო