სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში 1747 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

2026-05-27 21:34:00

ზუგდიდში, 1747 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან, მთავრობის და პარლამენტის წევრებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ, აქ ჩავაგდეთ კაფსულა, დაიწყო დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომლებიც უკვე აშენებულია. დარჩენილია შესაბამისი სამუშაოები და დაახლოებით 1 წელიწადში ამ კორპუსებში 1 700-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით, ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პროექტის ფარგლებში, შენდება 7 კორპუსი, რომელთაგან 2 კორპუსი დასრულებულია, ხოლო 3 კორპუსში სრულდება შიდა სამღებრო და მოპირკეთების სამუშაოები. განსახლების პროგრამა, მშენებლობის დასრულების შემდეგ, გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

დევნილ ოჯახებს ზუგდიდში ბინები დასრულებული რემონტით 2027 წელს გადაეცემათ.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო