სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კონსტანტინე გამსახურდია 135

2026-05-15 17:02:00
აბაშის მუნიციპალიტეტში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“ გაიმართა.
 
სადღესასწაულო ღონისძიებების მთავარი ნაწილი სოფელ ძველ აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში ჩატარდა. დღის განმავლობაში სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ მუზეუმში არსებული ექსპონატები, გაცნობოდნენ მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ მასალებს.
 
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის მერი გიგა გაბელაია და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერლის შვილიშვილი კონსტანტინე გამსახურდია ესწრებოდნენ.
სახლ-მუზეუმის ეზოში მდებარე ეთნოგრაფიულ სახლში, ექსპოზიციებისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
 
„კონსტანტინეობა“ კონცერტით დასრულდა, რომელშიც მგალობელ - მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ და ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18
19
2021222324
25262728293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო